عضو شوید


نام کاربری
رمز عبور

:: فراموشی رمز عبور؟

عضویت سریع

نام کاربری
رمز عبور
تکرار رمز
ایمیل
کد تصویری
براي اطلاع از آپدیت شدن وبلاگ در خبرنامه وبلاگ عضو شويد تا جديدترين مطالب به ايميل شما ارسال شود



تاریخ : دو شنبه 17 شهريور 1399
بازدید : 1845
نویسنده : نعـــــــــــــــیم ایــــــرانــــی

ლე კორბუზიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 

 

ლე კორბუზიე
Le Corbusier (1964).jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი 1886[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი ლა-შო-დე-ფონი[15] [16]
გარდ. თარიღი 27 აგვისტო 1965[3] [4] [5] [6] [7] [17] [8] [9] [10] [11] [18] [12] [13] [14] (78 წლის)
გარდ. ადგილი როკებრიუნ-კაპ-მარტინი[16]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[15] , მხატვარი, მწერალი, ქალაქთმშენებელი და ფოტოგრაფი
მოქალაქეობა Flag of Switzerland.svg შვეიცარია
საფრანგეთი[19]
მიმართულება მოდერნისტული არქიტექტურა, ბრუტალიზმი და პურიზმი
მნიშვნელოვანი პროექტები ნოტრ-დამ-დიუ-ო, ვილა სავოი, Unité d’Habitation Building Style და Radiant City
ჯილდოები აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, სამეფო ოქროს მედალი, ფრანკ პ. ბრაუნის მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი და Sikkens Prize[20]
მეუღლე Yvonne Le Corbusier
ხელმოწერა Le Corbusier signature.svg

შარლ ედუარ ჟანერე (ფრანგ. Charles-Edouard Jeanneret), უკეთ ცნობილი როგორც ლე კორბიუზიე (ფრანგ. Le Corbusier [lə kɔʁbyzje]) (დ. 6 ოქტომბერი, 1887, ლა-შო-დე-ფონი, შვეიცარია — გ. 27 აგვისტო, 1965, როკბრიუნ-კაპ-მარტენი, ლაჟვარდოვანი ნაპირი, საფრანგეთი) — ფრანგი-შვეიცარიელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი.

სახელი გაითქვა მოდერნისტული (ე.წ. „საერთაშორისო სტილის“) ნამუშევრებით. ლე კორბუზიე პიონერი იყო თანამედროვე დიზაინის თეორიულ სწავლებაში და თავი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შექმნის სამსახურს მიუძღვნა. სწორედ ლე კორბიუზიეს მიიჩნევენ სტუდიოს ტიპის ბინების კონცეფციის ერთ-ერთ ავტორად. მისი შენობები გამოირჩევა ბრტყელი ზედაპირებით, ლენტური ფორმის ფანჯრებით, შენობის ქვემო ნაწილში ღია საყრდენებით და თავისუფალი სტილის დაგეგმარებით.

მისი კარიერა ხუთ ათწლეულს გრძელდებოდა და მისი ხელწერით შექმნილი ხელოვნების ნიმუშებად შერაცხული შენობები და კომპლექსები ცენტრალური ევროპის, ინდოეთის, რუსეთის, მრავალ ქალაქში მოიძებნება. ლე კორბუზიეს პორტრეტი (განუყრელი სათვალითურთ) გამოსახულია შვეიცარულ ათფრანკიანზე.

ცხოვრება

განათლება

შარლ-ედუარ ჟანერე დაიბადა ლა-შო-დე-ფონში, მცირე ქალაქში ნევშატელის კანტონში შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. სახვითი ხელოვნებით გატაცებული ბავშვობიდან იყო; სწავლობდა ლა-შო-დე-ფონის ხელოვნების სკოლაში შარლ ლ’ეფლატენიეს ხელმძღვანელობით, რომელსაც განათლება ბუდაპეშტსა და პარიზში ჰქონდა მიღებული. მისი არქიტექტურის მასწავლებელი იყო რენე შაპალა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ლე კორბუზიეს ადრეულ შენობებზე.

მის პირველ პროექტებს შორის იყო ვილა ფოლე, ვილა შვობი და ვილა ჟანერე (მისი მშობლების სახლი) ლა-შო-დე-ფონში. ამ პროექტებში ასახულია ალპებში პოპულარული ადგილობრივი მთის არქიტექტურა.

მის ადრეულ წლებში ის ხშირად მოგზაურობდა ევროპაში მისი მშობლიური ქალაქის პროვინციული ატმოსფეროსგან გასაქცევად. 1907 წელს ის პარიზში მიემგზვრება, სადაც სამუშაოს პოულობს ოგუსტ პერეს, ფრანგი არმირებული ბეტონის პიონერი, ოფისში. 1910-11 წლებში ის ბერლინთან ახლოს არქიტექტორ პეტერ ბეჰრენსთან მუშაობს, სადაც ლუდვიგ მის ვან დერ როეს და ვალტერ გროპიუსს ხვდება. მათთან შეძენილი გამოცდილება მნიშვნელოვანი ხდება მთელი მისი გვიანდელი კარიერისთვის.

1911 წლის ბოლოს ის ბალკანეთში მოგზაურობს, ეწვევა საბერძნეთსა და თურქეთს და ნანახის ჩანახატებს აკეთებს, მათ შორის პართენონის მის განთქმულ ნახაზებს, რომლის ფორმებს ის მოგვიანებით აღწერს ნაშრომში Vers une architecture (1923).

ადრეული კარიერა

ფსევდონიმი

ურბანიზმი

კორბუზიე ილაშქრებდა ეკლექტიზმისა და შენობის ჭარბი მორთულობის წინააღმდეგ. ტექნიკასა და ინდუსტრიული მშენებლობის სერიულობაში ის ხედავდა არქიტექტურის განახლებას, ხოლო ნაგებობის ფუნქციურად გამართლებულ სტრუქტურაში–მდიდარ ესთეტიკურ შესაძლებლობებს. იზიარებდა უტოპიურ ოცნებას არქიტექტურის მეშვეობით საზოგადოების გარდაქმნის შესახებ. 1920–იანი წლების ნამუშევართაგან აღსანიშნავია საცხოვრებელი სახლი–სიტროენი, ლა როშისა და ჟანერეს საცხოვრებელი სახლების კომპლექსი პარიზში, ვილა სავოი. დაგროვილი გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შექმნა თანამედროვე არქიტექტურის 5 ამოსავალი წერტილი: საყრდენ ბოძებზე შემდგარი შენობა, ბრტყელი სახურავ–ბაღი, თავისუფალი შიდა–დაგეგმარება, ლენტური სარკმელი, ფასადის არამზიდავი კედელი.

XX საუკუნის 20 – 30–იან წლებში კორბუზიე ავითარებდა ვერტიკალური ქალაქ–ბაღის იდეას, რაც მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ითვალისწინებდა.

XX საუკუნის 40–იან წლებში არქიტექტურული სივრცის პრობლემის კვლევისას კორბუზიემ შექმნა მოდულორი–ადამიანის სხეულის პროპორციებზე დაფუძნებული ჰარმონიულად დაკავშირებული სიდიდეების სისტემა.

XX საუკუნის 50–იან წლებში შექმნილ ნამუშევართაგან აღსანიშნავია: საცხოვრებელი სახლი მარსელში, კაპელა ნოტრ დამ–დიუ–ო როშანში. 50–60–იან წლებში ის დიდ ყურადღებას უთმობდა შიდა სივრცის ორგანიზაციას, ფუნქციური სქემისა და არქიტექტურული სტრუქტურის ურთიერთდამოკიდებულებას.

მნიშვნელოვანი პროექტები

 

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118676873 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  3. 3.0 3.1 Le Corbusier
  4. 4.0 4.1 Charles-Edouard; Jeanneret-Gris, Charles-Edouard Le Corbusier [Jeanneret] — 2006.
  5. 5.0 5.1 Le Corbusier — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 1987. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1995.
  9. 9.0 9.1 ეროვნული მუზეუმი — 1792.
  10. 10.0 10.1 filmportal.de — 2005.
  11. 11.0 11.1 StructuraeRatingen.
  12. 12.0 12.1 Munzinger-Archiv — 1913.
  13. 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  14. 14.0 14.1 Pinson G., (not translated to fr) Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  15. 15.0 15.1 Arkitekter verksamma i Sverige — 2015.
  16. 16.0 16.1 http://www.sikart.ch/KuenstlerInnen.aspx?id=4000293
  17. Nationalencyklopedin — 1999.
  18. Academy of Arts, Berlin — 1993.
  19. Museum of Modern Art online collection
  20. http://www.sikkensprize.org/winnaar/le-corbusier/



:: موضوعات مرتبط: مهندسی معماری , ,
:: برچسب‌ها: ლე კორბუზიე მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია ,

مطالب مرتبط با این پست :

می توانید دیدگاه خود را بنویسید


نام
آدرس ایمیل
وب سایت/بلاگ
:) :( ;) :D
;)) :X :? :P
:* =(( :O };-
:B /:) =DD :S
-) :-(( :-| :-))
نظر خصوصی

 کد را وارد نمایید:

آپلود عکس دلخواه:








آخرین ارسال های انجمن
عنوان پاسخ بازدید توسط

???????????? مقدمتان محترم خیلی خوش آمدید
<-ForumPostTitle-> <-ForumPostUrl-> <-ForumPostCountAnswer-> <-ForumPostHit-> <-ForumPostLastAuthor->

RSS

Powered By
loxblog.Com